პანელური დისკუსია კოვიდის პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების შესახებ სკოლამდელი ასაკიდან 7-8 კლასამდე ბავშვებში. მოწვეული სტუმრები იმსჯელებენ არსებული სიტუაციის, სირთულეებისა და ტენდენციების შესახებ. განიხილავენ პრობლემების გადაჭრის გზებსა და საშუალებებს.
ღონისძიების ორგანიზატორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ISOC Georgia
ფასილიტატორი: ნანა დიხამინჯია-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების მიმართულებით; პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით.
მოწვეული სპიკერები:
- თამარ გაგოშიძე-პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეკანი;
თემა: დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები ბავშვებში.
- მაკა ერაძე-განათლების ტექნოლოგიების დოქტორი, მკვლევარი, მოდენისა და რეჯო ემილიის უნივერსიტეტი, იტალია.
თემა: დეფინიციები, დისტანციური სწავლების არსი და პედაგოგიური მიდგომები, დღევანდელი სიტუაცია, ტენდენციები და პრიორიტეტები.
- ნათია ანდღულაძე-განათლების მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
თემა:დისტანციური სწავლების სირთულეები და ხელმისაწვდომობისთვის შექმნილი ონლაინ ინსტრუმენტები.