საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-10-17
თარიღი 8:30 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ეზო

შემოდგომის ლეგენდა 2020 - იმპროვიზაციული ტური

 

17 ოქტომბერს, 8.30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური დაიწყება.

 

დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდება. წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართება. იმპროვიზაციულ ტურზე გათვალისწინებულია ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო.

 

მსგავსი ღონისძიებები