საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-10-16
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსის ეზო “ჩაის სახლი“

16 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, საზოგადო მოღვაწისა და ცნობილი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის - ,,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) - პრეზენტაცია გაიმართება.

 

წიგნის წარდგენას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და  კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი და მისი მოადგილე გუგული მაღრაძე, კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ წარმომადგენლები, რეჟისორები ლანა ღოღობერიძე და ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები.

 

წიგნი ,,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ მოიცავს მერაბ კოკოჩაშვილის მრავალმხრივი საქმიანობის თაობაზე ვრცელ ბიოგრაფიულ ჩანახატსა და მოსაზრებებს მის მოღვაწეობასა თუ პიროვნებაზე.

 

წიგნის  ,,SELF MADE - ვინც თავისი თავი შექმნა“ (პუბლიცისტური ნარკვევები) ავტორია თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია, სარედაქციო ჯგუფი - თამარ ჩიხლაძე, ეკა ბედიაშვილი. 

 

მსგავსი ღონისძიებები