საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-09-03
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი. ჭაჭვჭავაძის გამზ. N1. თსუ I კორპუსი, 108 ოთახი

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ  ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას (აბასთუმნის) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

 

მემორანდუმის მიზანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ობსერვატორიას შორის  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.

 

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს გამოცდილების გაცვლას  კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემის სფეროში.  ობსერვატორია, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე,  მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში; ასევე, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელებაში. მემორანდუმის ფარგლებში თსუ  სტუდენტები სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩაერთვებიან. 

 

თსუ და ობსერვატორია ერთობლივ პროექტებს შეიმუშავებენ საგრანტო კონკურსებში წარსადგენად ფუნდამენტური კვლევის, მეცნიერების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, საერთაშორისო კვლევითი ქსელების ორგანიზების მონაწილეობის მიმართულებებით. 

 

ამასთანავე, საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების და საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის თსუ და ობსერვატორია ერთობლივად დააფინანსებენ ან მოიძიებენ დაფინანსების წყაროებს სამუშაო შეხვედრების, სტუდენტური პროგრამების განხორციელებისა და საერთაშორისო სემინარების ორგანიზებისათვის. 

 

მემორანდუმს ხელს თსუ  რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და, მეორე მხრივ, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი მოაწერენ. 

 

მსგავსი ღონისძიებები