საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-05-27
თარიღი 18:00 სთ
მისამართი .

27 მაისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ სადისკუსიო პანელი „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ გაიმართება, რომელშიც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პოლონელი რეფორმატორი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

დისკუსიაზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ თუ როგორი იქნება პოსტ-პანდემიური მსოფლიო ეკონომიკა - მსოფლიო დეგლობალიზაციის პირისპირ თუ გლობალიზაცია ახალ საუკუნეში, როგორია საქართველოს მთავრობის გეგმები ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას, ასევე რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლების სფეროზე საქართველოსა და მსოფლიოში და რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას განათლების სექტორი, ღონისძიების Live გავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

მსგავსი ღონისძიებები