საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-04-21
თარიღი 14:30 სთ
მისამართი თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი გთავაზობთ ონლაინ სადისკუსიო პანელის სერიებს ადგილობრივი და გლობალური ეკონომიკური და სხვა გამოწვევების თემაზე, რომელიც მიზნად ისახავს, ერთ ვირტუალურ სივრცეში თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსაზრებების გასაცვლელად მობილიზება გაუკეთოს  ეკონომისტებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესის და აკადემიური წრეების წამყვან წარმომადგენლებს და ექსპერტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ონლაინ ფორმატში მობილიზება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საუკეთესო მიდგომების და მოდელების შესახებ მოსაზრებებისა და პრაქტიკის გაზიარებას.

 

აღნიშნული სერიების პირველი ონლაინ დისკუსიის თემაა COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პერსპექტივები – ხედვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. პანელზე განხილული იქნება წამყვანი ექსპერტების მოსაზრებები პანდემიის შემდგომი რეაბილიტაციისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ.

 

პირველ ონლაინ შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრებენ:
ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მარტინ რეიზერი, მსოფლიო ბანკის  რეგიონული დირექტორი ჩინეთში, მონღოლეთსა და კორეაში
არუპ ბანერჯი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ევროკავშირის ქვეყნებში
პანელის მოდერატორია თამარ სულუხია, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

 

ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური. პანელური დისკუსია მოეწყობა 21 აპრილს, 2:30-3:45 სთ-ზე, ლაივ რეჟიმში, ZOOM-ის ვებინარის გამოყენებით. პანელის ბოლო 35 წთ. დაეთმობა კითხვა-პასუხს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ონლაინ, ZOOM-ის ფორმატში დაუსვან კითხვები პანელისტებს.

 

პანელურ დისკუსიაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ აღნიშნული ბმული. შეგიძლიათ ეს ბმული გახსნათ ბრაუზერში და რეგისტრაციის გარეშე დაესწროთ ლაივ შეხვედრას. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ვებინარის მონაცემების გამოყენებითაც. ID: 982-0812-3524, პაროლი: 625011.
ღონისძიების ლაივი გავა ISET-ის ფეისბუქის გვერდზეც.

 

მსგავსი ღონისძიებები