საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-02-12
თარიღი 15:00 სთ
მისამართი მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი.

12 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ-საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი  გიორგი შარვაშიძე  და  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა მოაწერენ. 

მემორანდუმის მიზანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაა. 

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას  ოკეანოლოგიის, ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიის და გარემოს დაცვის სფეროებში. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური  თსუ სტუდენტებს   სასწავლო-საველე პრაქტიკის პერიოდში  მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს. მხარეებს შორის დაგეგმილია ასევე გარემოს მდგომარეობის  რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ  ინფორმაციის  გაცვლა.

მსგავსი ღონისძიებები