საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-02-10
თარიღი სთ
მისამართი
10 თებერვალს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“  პრეზენტაცია და  გაიხსნება გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები.“ 
ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან.  მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.    
წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მატი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“
წიგნი გამოიცა თსუ-ს წარდგინებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი

მსგავსი ღონისძიებები