21 იანვარს,13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო სემინარი „ბიზნეს და სამეცნიერო ეთიკა“, პანელური დისკუსია. იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.
I. ღონისძიების გახსნა 13:00 -13:30 სთ
მისასალმებელი სიტყვა:
1.თსუ რექტორი: გიორგი შარვაშიძე;
2.ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: ირაკლი ღარიბაშვილი.
II. სემინარის დასაწყისი: 13:30 საათი
პანელის მონაწილეები:
1. ჟან-კლოდ რუანო-ბორბალანი (საფრანგეთი. სინქრონული თარგმანი); CNAM-ის (ხელოვნებისა და რეწვის ეროვნული კონსერვატორია) პროფესორი; განათლებისა და სოციალური პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის პრეზიდენტი, საზოგადოების ტექნო-მეცნიერების ისტორიის ლაბორატორიის დირექტორი.
შესვენება 14:30-14:00;
2. ირმა გრძელიძე - ასოცირებული პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი(HERE); ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტებული ექსპერტი.
3. თათია ჩივაძე - GIPA -ს ასოცირებული პროფესორი.
მისამართი: ი. ჭაჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი. ოთახი N101