საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-23
თარიღი სთ
მისამართი
23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სალექციო ციკლს, რომელზე ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევრების მიერ განიხილება აკადემიური კეთილსინდისიერების ცალკეული თემები და საკითხები.

სალექციო ციკლს გახსნის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი გებჰარდ  როილი. ლექციის თემაა "Good scientific practice – a perspective from Germany"/კარგი სამეცნიერო პრაქტიკა - გერმანიის პერპექტივით. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური. სალექციო კურსი შეთავაზებულია სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1,  თსუ  I კორპუსი, აუდიტორია N212
მსგავსი ღონისძიებები