საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-07
თარიღი სთ
მისამართი
7 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართება. კონფერენცია ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოსაჩენად შექმნილი სამუშაო ჯგუფის პროგრამის ფარგლებში ტარდება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  მხარი დაუჭირა ქართველ მეცნიერთა ინიციატივას ვარლამ ჩერქეზიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. დაგეგმილია სამეცნიერო დარგთაშორისი კონფერენციები საქართველოსა და საზღვარგარეთ, ასევე გამოიცემა და ონლაინ სივრცეში განთავსდება ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურა. 
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი უკვე მიენიჭა საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩას და მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას. დაგეგმილია დედაქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ქუჩისთვის ვარლამ ჩექეზიშვილის სახელის მინიჭების შუამდგომლობით შესაბამისი სახელისუფლებო ინსტიტუტებისადმი მიმართვა. სამუშაო ჯგუფი 2021 წელს, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, სამშობლოსთვის  თავდადებული მამულიშვილის ფერფლის ლონდონიდან საქართველოში გადმოსვენებისა და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის ინიციატივით გამოვა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები