საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-10
თარიღი სთ
მისამართი

10 დეკემბერს, 11.00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავენ ერთობლივ ღონისძიებას, სადაც წარადგენენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს, რომელზეც სტუდენტების მიღება 2020-2021 სასწავლო წლიდან ცხადდება. პირველად საქართველოში, 2020 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - მოიცავს $34 მლნ ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.
საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის ეს პროგრამებია - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებული და ქიმიაში ACS სერტიფიცირებული პროგრამები, რომლებზე მიღებასაც თსუ 10 დეკემბრის ღონისძიებაზე დააანონსებს.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფ. ჰალილ გუვენი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან. 


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ 1 კორპ. სააქტო დარბაზის ფოიე.
 
მსგავსი ღონისძიებები