საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-12-03
თარიღი სთ
მისამართი
3 დეკემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს ვალდებულებები“. კრებულის რედაქტორია თსუ პროფესორი კონსტანტინე კორკელია
კრებულში წარმოდგენილია ავტორების სტატიები ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კრებული გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანადგომით.
10 საათიდან 12 საათამდე ამავე დარბაზში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვა: თეორია და პრაქტიკა.“
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება ფურშეტი. 

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 006.
მსგავსი ღონისძიებები