საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-29
თარიღი სთ
მისამართი
29 ნოემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგი ჯეიმს რ.დოთი სტუდენტებს შეხვდება. პროფესორი ჯეიმს რ.დოთი ასევე არის სტენფორდის თანაგრძნობის და ალტრუიზმის კვლევითი ცენტრის (CCARE) დირექტორი, რომლის დაფუძნებელიც დალაი ლამაა. შეხვედრას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია.  
პროფესორი ჯეიმს რ.დოთი როგორც მეცენატი მთელი მსოფლიოს გარშემო სამედიცინო კლინიკებს მხარს უჭერს ნეირო-მეცნიერებების მიმართულებით კვლევების განხორციელებაში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნეიროქირურგიის კათედრის დაფუძნებაში სხვასახვა უნივერსიტეტებში, მათ შორის  სტენფორდში.
სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ნეიროქირურგი ჯეიმს რ.დოთი საქართველოში „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მოწვევით იმყოფება.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ., N1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია#107

მსგავსი ღონისძიებები