საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-29
თარიღი სთ
მისამართი
29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” დაფუძნების ღონისძიება გაიმართება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საადვოკატო ბიურო “OK & CG” (ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი).
ამავე ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცენტრსა და საადვოკატო ბიუროს შორის, რის შემდეგაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ჟურნალის გამოცემის დეტალებსა და ცენტრის სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას შრომის სამართლის სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №302.

მსგავსი ღონისძიებები