საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-25
თარიღი სთ
მისამართი
25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიება იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში იმართება და ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე  კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს ეძღვნება.                                      
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურაია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის ძალზედ საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია. კ. კაპანელმა ქართული ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნება გაამდიდრა ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციით ("ორგანოტროპიზმით").
კონსტანტინე კაპანელს ფილოსოფიური განათლება ნანსის, სორბონისა და გრენობლის საუნივერსიტეტო ცენტრებში ჰქონდა მიღებული. ფართო იყო მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები: ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა, ევროპული და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია.
  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ  მაია კიულე -ლატვიის უნივერსიტეტის  ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დანიელა ვერდუჩი- პროფესორი, მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია, მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე. ანტონიო დომინგეს რეი - ფილოსოფიისა და ლინგვისტიკის დოქტორი, მადრიდის ნაციონალური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ესპანეთი. ლატვიის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებს სამი პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის შვიდი დოქტორანტი. საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ:   ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.

 მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. თსუ I კორპუსი, 212 აუდიტორია.  

                                                                                                               
 

მსგავსი ღონისძიებები