საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-21
თარიღი სთ
მისამართი
  21 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის  ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით   იუნესკოს პროგრამის ფარგლებში გაიმართება ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია.  ღონისძიება ეძღვნება  ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე  კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს.

 კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურაია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის ძალზედ საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია. კ. კაპანელმა ქართული ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნება გაამდიდრა ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციით ("ორგანოტროპიზმით").
   
კონსტანტინე კაპანელს ფილოსოფიური განათლება ნანსის, სორბონისა და გრენობლის საუნივერსიტეტო ცენტრებში ჰქონდა მიღებული. ფართო იყო მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები: ფილოსოფია, სოციოლოგია, ესთეტიკა, ევროპული და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ  მაია კიულე -ლატვიის უნივერსიტეტის  ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დანიელა ვერდუჩი-პროფესორი, მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია, მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე. ანტონიო დომინგეს რეი- ფილოსოფიისა და ლინგვისტიკის დოქტორი, მადრიდის ნაციონალური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ესპანეთი. ლატვიის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებს სამი პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის შვიდი დოქტორანტი. საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.

მისამართი: იჭავჭავძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია.
     
მსგავსი ღონისძიებები