საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-25
თარიღი სთ
მისამართი
25 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის - ,,საჯარო ლექციები - მეტი, ვიდრე ინფორმაცია“, მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში წარმოდგენილია თსუ პროფესორების  - ვახტანგ ლიჩელის (საუკუნის აღმოჩენა - გრაკლიანი გორა), ვლადიმერ პაპავას (ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმის ძიება), მარინე ჩიტაშვილის (ფსიქოლოგიური კონსულტაცია, როგორც სერვისი), ზურაბ დავითაშვილის (ნაციონალიზმი, როგორც ეთნოკონფლიქტების წყარო), როზეტა გუჯეჯიანის (ტრადიციული ქართული სულიერი კულტურა), ვაჟა ლორთქიფანიძის (დემოგრაფიული ქცევის ტრანსფორმაციები თანამედროვე საქართველოში), მანანა შამილიშვილის (,,მელოდრამატული მედიაკულტურის“ ქართული პარადიგმები), იაგო კაჭკაჭიშვილის (თავისუფლების კულტურა საქართველოში), ნოდარ ხადურის (პოლიტიკური იდეოლოგიები და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველოში) და ლევან გიგინეიშვილის (იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია და ინტელექტუალური ცხოვრება ბიზანტიაში) საჯარო ლექციები. 
პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ  რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, თსუ პროფესორები და სტუდენტები.
კრებული ,,საჯარო ლექციები - მეტი, ვიდრე ინფორმაცია“ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის პროექტის - ,,უნივერსიას“ ფარგლებში გამოიცემა. პროექტის ხელმძღვანელია თსუ გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია, კრებულის რედაქტორია მაია ტორაძე. 

მისამართი: იჭაჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი,  ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები