საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-07
თარიღი სთ
მისამართი
7 ნოემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს (გამომცემლობა ,,სეზანი”, გამომცემლობა ,,კლიო”, გამომცემლობა ,,საგა”), შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრებაა. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი.  მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები