საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-30
თარიღი სთ
მისამართი
30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაიმართება  ERASMUS+ საკონტაქტო სემინარი. საკონტაქტო სემინარის დანიშნულება  ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო პროექტების განვითარების მიზნით პირდაპირ კომუნიკაციის ხელშეწყობაა.  სემინარში  მონაწილოებას მიიღებენ: ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის 57 წარმომადგენელი, საქართველოს 44 უნივერსიტეტის 100-მდე წარმომადგენელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი და ევროკავშირის  ელჩი საქართველოში. 

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში. პროგრამის ფარგლებში 2015 – 2019 წწ-ის განმავლობაში 41 ქართული უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას, განხორციელდა 30 ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი, გაიცა 110 სამაგისტრო სტიპენდია, 4775 სტიპენდია საქართველოს სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, 2725 სტიპენდია საქართველოში ევროპიდან ჩამოსული სტუდენტების და პროფესორებისათვის.

საქართველომ Erasmus+ რეგიონული ბიუჯეტის გარდა დამატებით მოიპოვა 3.5 მილიონი ევრო, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით სასტიპენდიო პროგრამებს მოხმარდება - ეს  დამატებით 800-მდე სტიპენდიანტს გულისხმობს. 


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1,  თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107.
მსგავსი ღონისძიებები