საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-02
თარიღი სთ
მისამართი
2 ნოემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურება  საერთაშორისო კონფერენცია "ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება": ბუნების, ენებისა და კულტურათა კვლევის  ჰუმბოლდტიანური გზები”. 

31 ოქტომბერს -2 ნოემბერს საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბი მართავს წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციას Humboldt-Kolleg. ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt-Stiftung), რომლის დაფინანსებითაც ტარდება კონფერენცია, უმსხვილესი სამეცნიერო ფონდია გერმანიასა და მთელს ევროპაში.

კონფერენციაში საქართველოს გარდა, მონაწილეობენ როგორც სამხრეთ კავკასიის (აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე შავი ზღვის აუზის (ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა) რეგიონების ყველა ქვეყნის წარმომადგენლები. ასევე დასავლეთ ევროპის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), სამხრეთ ევროპისა (საბერძნეთი, სერბია) და აზიის (იაპონია, ინდოეთი) წარმომადგენლები. უცხოელ მონაწილეთა შორის ყველაზე წარმომადგენლობითი გერმანიიდან მოწვეულ მკვლევართა 11-კაციანი ჯგუფია. სულ კონფერენციას ჰყავს 85 მონაწილე 15 ქვეყნიდან. მათგან 30-ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერია. კონფერენცია ეძღვნება ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილეს. ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება მთელს მსოფლიოში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. თსუ 1 კორპ. N1, სააქტო დარბაზი

მსგავსი ღონისძიებები