საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-25
თარიღი სთ
მისამართი
28ოქტომბერს, 10.30საათზე, ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია გაიცემა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. 
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის ოქტომბერის ბოლოს (27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის. სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარება.
2015 წელს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია პირველად გადაეცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი  გოგოლაშვილს საპრემიოდ წარმოდგენილი ნაშრომთა ციკლისთვის – „სიბრძნე იაკობისა“, „ქართული სალიტერატურო ენა“ და „ქართული – ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“; 2017 წელს - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს ნაშრომთა ციკლისთვის: 1. სვანეთის ფლორა; 2. სვანური ენის შესწავლის ისტორია.  
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომელიც ხელს უწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.

იხილეთ  პროგრამა

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 115. 
მსგავსი ღონისძიებები