საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-28
თარიღი სთ
მისამართი
28 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება სკოლის მოსწავლეების შეხვედრა საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძესთან.  იგი  გახლავთ  საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. გამოცემული აქვს უამრავი პოეტური კრებული. 

თსუ ბიბლიოთეკის მიერ სისტემატურად ტარდება ღონისძიებები, რომლის ფარგლებში  დაწყებითი, საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ უნივერსიტეტი, გაეცნონ მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას და შეხვდნენ მათთვის საყვარელ მწერლებს. 
      

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი. 


მსგავსი ღონისძიებები