საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-21
თარიღი სთ
მისამართი
21 ოქტომბერს, 17.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის წარდგენა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოეცა. 
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა. კოლექციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია, მხატვრული კრიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა) მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ამავე სივრცეში განთავსებულია, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ხუროთმოძღვრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის პირადი კოლექცია.

 მისამართი: თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა, N11
მსგავსი ღონისძიებები