საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-13
თარიღი სთ
მისამართი

13 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ეძღვნება მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, უცხოელი და ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიებაზე განიხილება: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია.  კონფერენციაზე იმუშავებს 10 სექცია. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გ. ახვლედიანის საზოგადოება.

საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი, ტელ.: 5 77 777 952,  ელ.ფოსტა: bepieva.naira@gmail.com

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107 აუდიტორია 




მსგავსი ღონისძიებები