საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-15
თარიღი სთ
მისამართი
15 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სხვადასხვა ქალაქზე მომზადებული ჟურნალების პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალები მომზადდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ სასწავლო კურსის - „ბეჭდური მედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით.
„გზავნილებზე“ მუშაობისას სტუდენტები შერჩეულ ქალაქებს ეწვივნენ, სადაც  მოსახლეობის პრობლემებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს გაეცნენ, გაესაუბრნენ წყაროებს და შეაგროვეს სხვა საჭირო ინფორმაცია საჟურნალე მასალებისთვის.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „გზავნილი აფხაზეთიდან“, რომლის მომზადებისას სტუდენტები ჩავიდნენ ენგურის ხიდთან, გაესაუბრნენ მოსახლეობას და ჩამოტანეს რეალური ინფორმაცია ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჟურნალში ასახულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიპეტიები, საუბარია კონფლიქტის დაწყების მიზეზებსა და გადაჭრის შესაძლო გზებზე. აქვე წაიკითხავთ  დევნილთა მოგონებების და აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდების საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ. ჟურნალის მომზადებაში სტუდენტებს დახმარება გაუწიეს აფხაზეთის ა/რ მინისტრის პირველმა მოადგილემ ბელა კოპალიანმა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ. 
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 3 ჟურნალი ბეჭდური სახით: „გზავნილი კატარინენფელდიდან (ბოლნისიდან)“; „გზავნილი ხაშურიდან“ და „გზავნილი აფხაზეთიდან“.  ხოლო 3 ჟურნალი ელექტრონული სახით: „უცნობი თბილისი“; „გზავნილი გურჯაანიდან“ და „გზავნილი მცხეთიდან“.
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, რომელიც სტუდენტებმა ჟურნალებზე მუშაობის დროს გადაიღეს.
ჟურნალ „გზავნილების“ სტუდენტური პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე 2013 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სტუდენტების მიერ 25-მდე „გზავნილი“ მომზადდა.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი,  ილია ჭავჭავაძის გამზ.,     სააქტო დარბაზის ფოიე.

მსგავსი ღონისძიებები