საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-10-04
თარიღი სთ
მისამართი
4ოქტომბერს,14:00საათზე, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელ გაცვლით სტუდენტთა  მისასალმებელი ღონისძიება გაიმართება. 
სტუდენტებს  თსუ-ს სახელით მიესალმება რექტორის მოადგილე, პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი. 
შეხევდრაში მოანწილეობას მიიღებენ თსუ თვითმართველობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და ასევე, ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც უცხოელ სტუდენტებს მიმდნარე სემესტრში დაგეგმილი კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ ესაუბრებიან.      

მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 33 უცხოელი გაცვლითი სტუდენტი ისწავლის, ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ეკონომიკა და ბიზნესის, იურიდიულ, მედიცინის, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტებზე. 


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, თსუ მუზეუმი.
მსგავსი ღონისძიებები