საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-09-19
თარიღი სთ
მისამართი
24 სექტემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ფრანგი მეცნიერები ახილე სტოჩი  (Achille Stocchi) და სერგეი ბარსუკი (Sergey Barsuk) ეწვევიან. ახილე სტოჩი წაიკითხავს ლექციას: "საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის(CNRS)  ორსეს ახალი  მულტი-პროფილური ლაბორატორია".    
 
ფრანგი მეცნიერების ვიზიტის ძირითადი მიზანია ორსეს ლაბორატორიის სამეცნიერო საქმიანობის გაცნობა ქართველი კოლეგებისთვის,  ქართული-ფრანგული სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ტრანსევროპული სკოლის საქართველოში გამართვის შესაძლებლობის განხილვა.  

ახილე სტოჩი საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთ-ერთი მთავარი ლაბორატორიის,  კერძოდ კი, ორსეს წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორიის (LAL-Orsay) დირექტორი და პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორია (Paris XI, Paris-Sud).  სერგეი ბარსუკი კი ამავე ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი, განყოფილების გამგე და ამავდროულად პარიზ-XI უნივერსიტეტის პროფესორი.  

LAL-Orsay სამეცნიერო ცენტრი მონაწილეობს ნაწილაკების და ასტრონაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტებში და თეორიულ კვლევებში ნაწილაკების ფიზიკასა დ კოსმოლოგიაში.  აღსანიშნავია, რომ ამ ლაბორატორიის ბაზაზე იგეგმება მულტი-პროფილური მსხვილი სამეცნიერო ცენტრის  შექმნა, სადაც კვლევებს ნაწილაკების და ასტრონაწილების ფიზიკაში დაემატები კვლევები ბირთულ ფიზიკაში, სპექტროსკოპიაში და სამედიცინო ფიზიკაში, განსაკუთრებით სამედიცინო ვიზუალიზაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით. ორსეს ლაბორატორია ასევე ატარებს ყოველწლიურ ტრანსევროპულ სკოლებს მაღალი ენერგიების ფიზიკაში, რომელშიც ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები მონაწილეობენ მთელი მსოფლიოდან.    

ფრანგი მეცნიერები საქართველოში წაიკითხავენ ორ ლექციას. 23 სექტემბერს, 15.00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ახილე სტოჩი და სერგეი ბარსუკი ისაუბრებენ თემაზე "ახალი ფიზიკის ძიება LHCb ექსპერიმენტზე." LHCb ექსპერიმენტი ტარდება ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC). ამ ექსპერიმენტის ძირითადი მიზანია CP-სიმეტრიის დარღვევის შესწავლა. LHCb ექსპერიმენტში ასევე აღმოჩენილია ახალი ნაწილაკები, რომლებიც 5 კვარკისგან შედგება.  ფრანგი  მეცნიერების ლექციაში მიმოხილული იქნება  ამ ექსპერიმენტზე მიღებული შედეგები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.


                            

მსგავსი ღონისძიებები