საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-09-20
თარიღი სთ
მისამართი
20 სეტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" დაწყებასთან დაკავშირებით მწერალი და პუბლიცისტი ზაალ ჩხეიძე საჯარო ლექციას "დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები" გამართავს. მწერალი ოთხგვარი ქალაქის იდეაზე ისაუბრებს და თემასთან დაკავშირებით ქართული ლიტერატურიდან პარალელებს გაავლებს. 

ღონისძიება ლეგენდის ფარგლებში ზაფხულში გამართული მასტერკლასის "წერის არქიტექტურა" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დაიწყება. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება. 

მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ. მონაწილეებმა ტრენერებისგან ფინალური დავალებაც მიიღეს, ახალი მოთხრობები მასტერკლასის სპეციალურ ბროშურაში შევა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის "შემოდგომის ლეგენდის" დაჯილდოებაზე გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ შიდა ეზო

მსგავსი ღონისძიებები