საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-09-23
თარიღი სთ
მისამართი
23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართება საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. თსუ საპატო დოქტორის წოდება მიენიჭებათ:დოქტორ, პროფესორ, მისი სამეფო უმაღლესობის, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს; პროფესორის, დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს;  პროფესორ ნიკოლას ტოტსა და პროფესორ ქეთი დაიან შიკს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებების საფუძველზე ფინანსური მენეჯმენტის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის განვითარებასა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს, ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორებს, ინდიანას უნივერსიტეტის ქვის ხანის ინსტიტუტის და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებლებსა და თანადირექტორებს ქეთი დაიან შიკსა და ნიკოლას ტოტს -მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

მისამართი: თსუ პირველ კორპუსში, თსუ მუზეუმი (მის: ი.ჭავჭავაძის გამზირი #1).



23 სექტემბერს, 15:00-16:20 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეში გაიმართება პროფესორ მარკ ჰენეს დანიელისა და მისი სამეფო უმაღლესობის, დოქტორის, პროფესორის,  პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინის გაერთიანებული საჯარო ლექცია თემებზე: „From Risk to Responsibility: Responding Thoughtfully to a Challenging World“,  „Family Purpose: 2 A Conceptual Analysis of Individual and Shared Purposes in Business Families“. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსის ეზო “ჩაის სახლი“



23 სექტემბერს,18:00-18:50 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეში გაიმართება ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორების, ინდიანას უნივერსიტეტის ქვის ხანის ინსტიტუტის და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებლებისა და თანადირექტორების ნიკოლას ტოტისა და ქეთი დაიან შიკის საჯარო ლექცია თემაზე:  “Human Evolution and the Dawn of Human Technology.“

ისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსის ეზო “ჩაის სახლი“


მსგავსი ღონისძიებები