საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-09-18
თარიღი სთ
მისამართი
 
18 სექტემბერს, 17:00სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ერთობლივი სემინარი. ღონისძიების ორგანიზატორია: თსუ-ში არსებული ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი და ბიზანტინისტიკის კათედრა. 

სემინარზე მომხსენებლებად წარსდგებიან:  ჰეინცგერდ ბრაკმანი (დოლგერის ინსტიტუტი, ბონი, https://www.antike-und-christentum.de/institut/mitarbeiter/priv-doz-dr-heinzgerd-brakmann) 
„ერთი ეკლესია და ლიტურგიების მრავალფეროვნება“ 

და თინათინ ხრონცი (კოლნის უნივერსიტეტი, სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბიზანტინისტიკის განყოფილება (https://ifa.phil-fak.uni-koeln.de/33250.html))
„ქართული ლიტურგიკული წყაროები და მათი მნიშვნელობა პალესტინური და ბიზანტიური ღვთისმსახურების ისტორიისთვის“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1,  თსუ I კორპუსი,  212-ე აუდიტორია. 
მსგავსი ღონისძიებები