საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-20
თარიღი სთ
მისამართი
20 ივნისს, 10 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი“. 
კონფერენცია მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შორის ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობების შესაქმნელად. მასზე 5 სექცია იმუშავებს და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონფერენციაზე წარმოდგენილია თემები პოლიტიკის მეცნიერების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის და სხვა დარგებიდან. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (მექსიკა, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო, თურქეთი და სხვა). 

იხილეთ  პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

მსგავსი ღონისძიებები