საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-18
თარიღი სთ
მისამართი
18 ივნისს, 14.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე პეკინის (ჩინეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასა და თსუ მედიცინის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.  კერძოდ, განიხილება თსუ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიხლაძე), ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. 
პეკინის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით, თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, 8-12 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პეკინის უნივერსიტეტში. ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ძი-ჯი ძენისთან და დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან, პეკინის უნივერსიტეტის მესამე ჰოსპიტალის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან. თსუ დელეგაციის წევრებმა პეკინის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს წარუდგინეს მოხსენებები ჯანდაცვის და განათლების აქტუალურ თემებზე. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

მსგავსი ღონისძიებები