საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-13
თარიღი სთ
მისამართი
13 ივნისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაღესტნელი მხატვრების გამოფენა: „კავკასიური ექსპრესი-2019“  გაიმართება. გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია მანაბა მაჰომედოვის ნამუშევრები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში. „კავკასიური ექსპრესი 2019“ დამთვალიერებელს გააცნობს აგრეთვე დაღესტნის რესპუბლიკის თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება; ფერწერა, გრაფიკა, ფაიფური, ნათეგი, საიუველირო ნაკეთებობი.

ნამუშევართა ავტორები საქართველოში ცნობილი მხატვრებია: მანაბა მაჰომედოვი, ჰასბულათ იუსუფოვი, იბრაჰიმხალილ სუფიანოვი, ჰაბიბულა ჰაბიბულაევი, ლეილა იზაბაქაროვი, დიანა ჰამზათოვი, ტაჰირ გაპუროვი, ელენე გაპუროვი, მაჰომედ დიბიროვი, საიდ ტიჰილოვი, ფატიმათ ჰუსეინოვი, ინესა ჰიმბატოვი,  მაჰომედ მალაქაევი, მარატ გაჯიევი.

გამოფენა გაგრძელებაა იმ მასშტაბური სამხატვრო-ლიტერატარული პროექტისა - „კავკასიური ექსპრესი“, რომელიც დაღესტანში, 2014 წლიდან ადგილობრივიმ მხატვრებისა და მწერლების თაოსნობით ეწყობა. პირველი გამოფენა შედგა 2014 წელს, გ. ლეონიძის სახელობის საქარველოს ლიტერატურის მუზეუმში შედგა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თარგმანთა კავკასიური სახლის“ ხელშეწყობით მუზეუმმა მაშინ წარმოადგინა ოთხი დაღესტნელი მხატვრის ნამუშევრები.2014 წლის სექტემბერში, მახაჩკალაში, წიგნის ბაზრობის „ტარკი-ტაუ-2014-ის“ ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა - «კავკასიური ექსპრესი-2014». 2016, 2017 წლებში სამხატვრო-ლიტერატურული ალმანახი „კავკასიური ექსპრესი“ ამ პროექტის გაგრძელებაა.

2019 წელს, „თარგმანთა კავკასიური სახლი“, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მხარდაჭერით,  გამოსაცემად ამზადებს ალმანახის მომდევნო ნომერს. იგი, აგრეთვე დახმარებას უწევს დაღესტნის თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გამართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ცნობილია, რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია დაღესტნელ მეცნიერთა მთელი პლეადა. 
გამოფენის ორგანიზატორია ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი (თბილისი) და იგი 15 ივნისს დაიხურება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპ., თსუ მუზეუმი, საგამოფენო დარბაზი. 

მსგავსი ღონისძიებები