საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-18
თარიღი სთ
მისამართი
18 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში". პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. ქართულად თარგმნა სალომე ბედუკაძემ.

პრეზენტაციის ორგანიზატორები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ,,პოლონია“. პრეზენტაციას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი მარიუშ მაშკევიჩი.

მონოგრაფია ორჯერ გამოიცა პოლონურ ენაზე, 2015 წელს კი  - რუსულ ენაზე. პოლონეთში მან მაღალი შეფასება მიიღო. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის სასხრებიდან „აღმოსავლეთში მცხოვრებ პოლონელთა მხარდაჭერის“ ფონდის მეშვეობით.

მოცემული ტომი წარმოადგენს XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მყოფი პოლონელების ბედისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევის პირველ ნაწილს. წიგნში აღდგენილია ბედი პოეტების იმ ე. წ. ,,კავკასიური“ ჯგუფისა, რომელსაც შეადგენდნენ პოლიტიკური გადასახლებულები. მათ საქართველოში პოლონური რომანტიზმის ერთგვარი ,,ფილიალი“ შექმნეს. მასალები, ძირითადად, 1830-იანი წლების ბოლოდან 1850-იანი წლების შუა ხანებამდე პერიოდს მოიცავს. ამ ლიტერატორთა ბედისა და შემოქმედების მთლიანი პანორამა პირველად არის წარმოდგენილი. განხილულია მათი პოეზიისა და პროზის ძირითადი მოტივები. ტომის მეორე ნაწილში - ,,კავკასიელთა“ ტექსტების მოკლე ანთოლოგიაში - შევიდა წერილები, ნაწყვეტები მოგონებებიდან, დღიურებიდან, და ლექსები, რომელთა ნაწილიც პირველად ქვეყნდება საარქივო წყაროების მიხედვით.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1,  თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები