საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-12
თარიღი სთ
მისამართი
12 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართება საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება. 

საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე და 30 აპრილს, ტრადიციულად, დაიწყო საბიბლიოთეკო დღეები. წელს საბიბლიოთეკო დღეების დახურვა თსუ-ს ბიბლიოთეკაში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება შემდეგი გამოფენები: „თსუ-ს საგანძური“  (დამთვალიერებელი იხილავს თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში დაცულ უნიკალურ, მათ შორის ავტოგრაფიან წიგნებს. პირველად გამოიფინება ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის სულ რამდენიმე პორტრეტია შემორჩენილი), „სახელოვანი ბიბლიოთეკარები“ (ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას), „ნაშრომები საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ (ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომები საბიბლიოთეკო დარგის შესახებ).

მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილვის თემა იქნება წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველოს კანონმდებლობა საბიბლიოთეკო დარგის შესახებ.



მისამართი: თსუ ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა N11

მსგავსი ღონისძიებები