საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-01
თარიღი სთ
მისამართი
უკვე მეორე წელია რაც ACS ამერიკული ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობა საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -  საქართველოსთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ქიმიკოსთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით. სიმპოზიუმი 31-მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება. სიმპოზიუმს დაესწრებიან მოწვეული სტუმრები ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა (MCA) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლები, პროფესორები, დონორი ორგანიზაციები, სტუდენტები და პროფესიონალები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ორგანიზაციიდან. მოწვეული მომხსენებლები არიან არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან და  აშშ-დან. 

სიმპოზიუმი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, ქიმიის სფეროში მიღწევებისა და ინოვაციების გასაზიარებლად ახალგაზრდა მეცნიერებსა და უფროს მკვლევარებს შორის. სიმპოზიუმის ძირითადი მიზანია კავკასიის რეგიონში მეცნიერებისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც მოხდება მკვლევარების თავმოყრა და შედგება ამ სფეროში მიმდინარე წინსვლებზე საუბარი. სიმპოზიუმზე წარდგენილი იქნება ქიმიასთან დაკავშირებული მრავალი თემა. ლექციები და წარმოდგენილი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ანალიტიკური ქიმია, ფიზიკური ქიმია, თეორიული ქიმია, ორგანული ქიმია, ბიოქიმია, არაორგანული ქიმია, გარემოს ქიმია, ეკოლოგია.

ამერიკული ქიმიური საზოგადოება (ACS) არის აშშ-ში დაფუძნებული სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს ქიმიის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას და ამ სფეროს წინსვლას. ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების საქართველოს სტუდენტური თვითმართველობა 2015 წლის დეკემბერში ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც ამერიკული ქიმიური საზოგადოების ერთ-ერთი საერთაშორისო სტუდენტური საზოგადოება. ამ საზოგადოების მიზანია ქიმიის სფეროს მოსწავლეებისთვის გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება წევრებს შორის თანამედროვე ქიმიკოსის გამოწვევებსა და საქმიანობის შესახებ.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: თამარ ბასიაშვილი, თანათავმჯდომარე, საერთაშორისო სიმპოზიუმი 2019 basiashvili.tako@yahoo.com  555645445; ანა ნიჟარაძე, კომინიკაციებისა და სოციალური მედიის სპეციალისტი, SDSU საქართველო, anizharadze@sdsu.edu;  599189808 ღონისძიება გაიმართება მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზრი N1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები