საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-03
თარიღი სთ
მისამართი
3 ივნისს, 11:00 საათზე, UNICEF-ის, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული თინათინ წერეთლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით,  ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდება. 

30 წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს  ბავშვების სასარგებლოდ - მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია. მას შემდეგ, კონვენცია გახდა ისტორიაში ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა შეთანხმება და მან ხელი შეუწყო მსოფლიოში მრავალი ბავშვის ცხოვრების ტრანსფორმაციას.

ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლი, დოქტორი ღასან ხალილი ჩაატარებს საჯარო ლექციას აღნიშნული კამპანიის ფარგლებში. #CRC30

შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1,  თსუ I კორპუსი, N 115-ე აუდიტორია.




მსგავსი ღონისძიებები