საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-06-04
თარიღი სთ
მისამართი
4 ივნისს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით, ჩატარდება დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტი“, თარგმანების პრეზენტაცია. პოემა ახლახან ითარგმნა და გამოიცა აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე.
„ჯაკომო პონტი“ დღემდე თარგმნილი იყო მრავალ ენაზე; გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და სხვა ენებზე. ახლა კი მას შეემატა კავკასიაში მცხოვრებთა ენებზე თარგმანები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა (ირმა ოსია-კინწურაშვილმა, ნაირა ბეპიევამ) კოლეგებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებით რეალობას - შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ამ ხალხებს შორის კვლავაც წარმატებით გრძელდება.
წიგნი გამოიცა იორდანიაში.

მისამართი: ილია  ჭავჭავაძის 1, თსუ 1-ლი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
მსგავსი ღონისძიებები