საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-04-17
თარიღი სთ
მისამართი
17 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.
პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების  სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში,  ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. 
2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრიდა 110 მსურველი, საიდანაც 70-მა მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. აბიტურიენტების უმრავლესობა - 68 გალის რაიონიდანაა, 2 კი  - ახალგორის რაიონიდან.  თსუ-ში დარეგისტრირებულთა უმრავლესობა 2019-2020 სასწავლო წლიდან სწავლას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გააგრძელებს. თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 27 მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდეტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, რომლის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორ გამოცდას ჩააბარებენ: პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელიც სავალდებულოა პროექტში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის), ხოლო მეორე მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანში. (თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტები ქართულის გარდა მეორე გამოცდას ჩააბარებენ ისტორიაში - 7 აბიტურიენტი, გეოგრაფიაში - 45 აბიტურიენტი, ქიმიაში-3 აბიტურიენტი, მათემატიკაში - 2 აბიტურიენტი, ბიოლოგიაში -13 აბიტურიენტი).
გარდა ინტენსიური მოსამზადებელი კურსისა პროგრამა ითვალისწინებს აბიტურიენტთა სისტემატურ ლექციებს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე და პროფორიენტაციაში, რომელსაც თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებასთან ერთად გაუწევს ორგანიზებას უნივერსიტეტის პროფესორების და პროექტ თსუ-დესპანში ჩართული სტუდენტების დახმარებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.


მსგავსი ღონისძიებები