საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-03-06
თარიღი სთ
მისამართი
6 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის - „მათემატიკა, ინფორმატიკა და მათი გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ პრეზენტაცია.

წიგნი მიმდინარე წელს გამოსცა გამომცემლობა Springer-მა სერიით Springer Proceedings in Mathematics and Statistics, თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლების გიორგი ჯაიანის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) და დავით ნატროშვილის (თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი) რედაქტორობით.

Springer-ი აღნიშნული სერიით 2012 წლიდან გამოსცემს ცალკეული წარმატებული სამეცნიერო ფორუმების მასალებს, რომლებშიც თავმოყრილია შერჩეული მოხსენებები.

წარმოდგენილი წიგნი შეიცავს 2017 წლის 6-9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩატარებულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ წაკითხული მოხსენებების ნაწილს. კონფერენცია მიეძღვნა ქართველი მათემატიკოსის, 1986-2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დავით გორდეზიანის (1937-2015) დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

წიგნში შესულია 9 ქვეყნის (აშშ-ს, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის და საქართველოს) წარმომადგენლების სამეცნიერო ნაშრომები და განკუთვნილია სხვადასხვა დარგის მკვლევარებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში. კერძოდ, წიგნში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ეხება გამოყენებითი მათემატიკის, ბიოლოგიური მათემატიკის, ინტეგრალური და ფსევდოდიფერენციალური განტოლებების, კომპოზიტურ სხეულებში ველის სინგულარობების ანალიზის, სოციალური მეცნიერებების პრობლემების მათემატიკური მოდლირების, უწყვეტი გარემოს მექანიკის  მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც  აქტიურად მუშავდება მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში.

წიგნი ელექტრონული ფორმატით ხელმისაწვდომია Springer-ის ვებ-გვერდზე.

აღნიშნული სერია ინდექსირებულია Scopus-ის მიერ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

მსგავსი ღონისძიებები