საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-03-07
თარიღი სთ
მისამართი
7 მარტს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ესეების კონკურსის „დამფუძნებელი კრება - 100“ პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დააჯილდოებს კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულ 2 სტუდენტს. დაჯილდოების ცერემონიალთან ერთად, გაიმართება ქართველ მხატვართა მიერ შესრულებული დამფუძნებელი კრების წევრთა შარჟების გამოფენა.

12:30 საათზე, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დაბაზში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. 

2019 წლის 12 მარტს საქართველო პარლამენტარიზმი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს გაიმართა პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. საქართველოს პარლამენტი ამ თარიღთან დაკავშირებით მართავს სტუდენტთა ესეების კონკურსს „დამფუძნებელი კრება - 100“. კონკურსის პირველი ეტაპი უნივერსიტეტში იმართება (სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციასთან ერთად), პირველ ეტაპზე გამარჯვებული სტუდენტები კი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის ფინალურ ეტაპზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

მსგავსი ღონისძიებები