საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-01-09
თარიღი სთ
მისამართი
9 იანვარს, 10.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC)  ერთობლივი პროექტის „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებს შეხვდებიან თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, IPEC-ის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი ვასილ გონაშვილი. 

150-მდე მოსწავლე ოთხი დღის განმავლობაში ჩაერთვება როლურ თამაშებში და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, მიიღებს ინფორმაციას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის გარანტიების შესახებ. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

მსგავსი ღონისძიებები