საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-12-21
თარიღი სთ
მისამართი
21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნის  - ,,საჯარო ლექციების ციკლიდან“ პირველი ნომრის (რედაქტორი: მაია ტორაძე, პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კაკულია) პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე, პროფესორები და სტუდენტები.

წიგნში - ,,საჯარო ლექციების ციკლიდან“ შესულია თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის, პროფესორების - თამარ გაგოშიძის, იაგო კაჭკაჭიშვილის, ზაალ კოკაიას, თინათინ მარგალიტაძის, ინესა მერაბიშვილის, გიორგი ოთხმეზურის, ელგუჯა ხინთიბიძისა და როლანდ თოფჩიშვილის საჯარო ლექციები პოპულარულ ენაზე. აღნიშნულ პროფესორთა საჯარო ლექციები 2018 წლის მანძილზე რეგიონული ტელევიზიების ეთერში გადაცემა ,,უნი-ვერსიას“ ეგიდით გადაიცა.

წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტების, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.  


მსგავსი ღონისძიებები