თარიღი
2018-11-14
თარიღი
სთ
მისამართი
14 ნოემბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი ვასილ გონაშვილი მოაწერენ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აკადემიურ პროექტებსა და ღონისძიებებს. თანამშრომლობის ეტაპები მოიცავს IPEC-ის მხარდაჭერას უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში; ამასთან, უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება IPEC-ში, ასევე ისარგებლონ შეღავათებით IPEC-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრი უზრუნველყოფს ევროპაში აპრობირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების მომზადებას სხვადასხვა პროფესიულ საკითხებში დისკუსიების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების სახით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
მსგავსი ღონისძიებები
სემინარი - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური სკოლა ევროპულ სივრცეში“.
თარიღი
2019-06-20
თარიღი
სთ
მრგვალი მაგიდა - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
თარიღი
2019-02-19
თარიღი
სთ