საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-07
თარიღი სთ
მისამართი
7 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაცემთა ბაზის ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნება. DataFest Tbilisi ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორიცაა  Google  Cloud, Facebook, Amazon, Zalando და სხვა. 

DataFest Tbilisi -ზე სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე იქნება წარმოდგენილი: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.  მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.

ღონისძიება, რომელიც 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე გაგრძელდება უნიკალურია, რადგან იგი იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: მონაწილეები ინდუსტრიის ლიდერებისგან მოისმენენ ინსპირაციულ გამოსვლებს;  ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს; ფესტივალის ფარგლებში გამართულ datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს. ფესტივალი მოიცავს 6 თემას: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება, მონაცემთა ჟურნალისტიკა, ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები, მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.

DataFest-ის პირველ დღეს თსუ უმასპინძლებს, მეორე და მესამე დღეებში კი ფესტივალი ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში მდებარე ნაძალადევის მედიათეკაში გაგრძელდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


მსგავსი ღონისძიებები