საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-01
თარიღი სთ
მისამართი
1 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა - „დიახ, მასარიკი“ გაისხსნება. გამოფენა მომზადდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. 

ღონისძიებაზე წამოდგენილი იქნება ექსპოზიცია ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის ცხოვრების, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის არსებობის პერიოდში ქართულ-ჩეხური პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ.

ტომაშ გარიგ მასარიკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს დაარსებაში 1918 წელს. გამოფენა კონცენტრირებულია იმ იდეაზე, რომლის პოპულარიზაციასაც ტ. გ. მასარიკი მთელი სიცოცხლის მანძილზე ახდენდა.

ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

გამოფენა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.


მსგავსი ღონისძიებები