საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-31
თარიღი სთ
მისამართი
31 ოქტომბერს, 13.00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან აშშ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში ოთხწლიან ინტენსიურ საბაკალავრო პროგრამაზე 2019-2023 სწავლის პირობებთან დაკავშირებით.

კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ს მთავრობა სრულად დაფარავს. სხვა საჭირო ხარჯებს კი სასაზღვრო პოლიცია აანაზღაურებს. (დაახლოებით 97 000 აშშ დოლარს).

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის (USCG) კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს: სამოქალაქო ინჟინერია; ელექტრო ინჟინერია; საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია; ოპერაციების კვლევა; საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები; სახელმწიფო მართვა; სამანქანო ინჟინერია; მართვა.

აკადემიური  პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.

მისამართი: თსუ I კორპუსი, #101 აუდიტორია
მსგავსი ღონისძიებები