საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-11-01
თარიღი სთ
მისამართი
1 ნოემბერს, 9:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ იურიული ფაკულტეტი გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ატარებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები გერმანიიდან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა  იურგენ ბაზედოვი, როლფ კნიპერი, აჰიმ შრამი, ბესარიონ ზოიძე, თევდორე ნინიძე და სხვები.

მისამართი: თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.


მსგავსი ღონისძიებები