საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-10-28
თარიღი სთ
მისამართი
28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,ფიესტალონია ჯორჯია 2018“-ის გალა-კონცერტი.

უკვე მესამედ ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანადგომით, ოქტომბრის თვეში, თბილისში ტარდება ევროპაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების წამყვანი საკონკურსო კომიტეტის ,,ფიესტალონია მილენიოს“ („Fiestalonia Milenio“-(ესპანეთი)) მიერ დაარსებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - ,,ფიესტალონია ჯორჯია“ (საქართველო), სადაც, ქართველი ხელოვნების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკოსები, მოცეკვავეები და მომღერლები. ფესტივალის საპატიო პარტნიორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მესამედ მასპინძლობს ,,ფიესტალონია ჯორჯიას“ მონაწილეებს და  კომპანია ,,მეიდან გრუპი“.

,,ფიესტალონია ჯორჯიას’’ პირველ კონკურსში, 2016 წელს, 4 გრან-პრიდან 3 საქართველოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს, 2017 წელს ქართველმა არტისტებმა რამდენიმე პირველი ადგილი აიღეს და გამორჩეული ნომინაციების მფლობელები გახდნენ.  
 
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
მსგავსი ღონისძიებები